თუშების მეტყველება - წარსული აწმყოში = Речь тушин - прошлое в настоящем = Tushetian Speech - the Past Reflected in the Present
 07/12/2022

ბელა შავხელიშვილის მცირე გამოკვლევა „თუშების გამოკვლევა - წარსული აწმყოში" საკითხის ახალი ხედვა თუშების სამეტყველო ენის წარსულსა და აწმყოზე შედგება ორი სტატიისაგან: 1. „კითხვა კითხვა - საიდან ამდენი საერთო წოვა-თუშურსა და ვაინახურში?.. " 2. „არიან თუ არა წოვა-თუშები წანარების შთამომავალნი", სადაც წარმოდგენილია წოვა-თუშებისა (ბაცბი) და ვაინახების (ჩეჩნები და ინგუშები) სამეტყველო ენების ნათესაობის საკითხის ახალი ხედვა და შესწავლილია ამ ეთნოსების გენეტიკური სხვაობის მიზეზები. ამავდროულად, დასმულია წანარებისა და წოვა-თუშების იდენტობის საკითხი და წერილობითი წყაროების მოხმობის საფუძველზე გამოტანილია შესაბამისი დასკვნები.