დამწერლობის ისტორია : სახელმძღვანელო უნივერსიტეტების სტუდენტთათვის
 08/12/2022

წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოს დამწერლობის ისტორიაში. წიგნში მიმოხილულია ისეთი ზოგადი და კონკრეტული საკითხები, როგორიცაა: დამწერლობის ფუნქციები, დამწერლობის შექმნამდე არსებული საკომუნიკაციო საშუალებები, მსოფლიოს დამწერლობათა კლასიფიკაცია აღსანიშნისა და აღმნიშვნელის მიმართების თვალსაზრისით, დამწერლობის განვითარების ეტაპები, თანამედროვე 14-ვე სადამწერლობო სისტემის მოკლე ტიპოლოგიური მიმოხილვები მათი ისტორიის ათვლით. ბუნებრივია, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული სადამწერლობო სისტემის ისტორიასა და მიმართებას სხვა სისტემებისადმი. ნაშრომს ერთვის ფოტოილუსტრაციები, რომლებიც ამოკრებილია ელექტრონული რესურსებიდან.