25-26 ივნისს თბილისის ისტორიის მუზეუმ „ქარვასლაში“ (სიონის ქ. N8) წიგნის ფესტივალი „ტიფლისი“ გაიმართა. ღონისძიება 25 ივნისს 19:00 საათზე გაიხსნა.
ფესტივალი ქალაქ თბილისის მერიისა და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზატორები არიან ორგანიზაციები „თბილისის იდუმალი ბაღები“ და „ქოლგა“.
ქალაქის ისტორიისა და ლიტერატურის მოყვარულებს ფესტივალზე იხილეს:
* თბილისზე დაწერილი ძველი და თანამედროვე წიგნების გამოფენა-გაყიდვა;
* იშვიათი ბუკინისტური გამოცემები;
* შეხვედრები ავტორებთან, მკვლევრებთან და გამომცემლებთან;
* საჯარო ლექციები და ძველი თბილისის ფოტო/ვიდეო მასალების ჩვენება;
* თბილისზე შექმნილი ცნობილი მხატვრების ნახატების გამოფენა.
* ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის ბუდე დედაქალაქში - "ქარვასლაში".
ახალი წიგნის ბუდე ფესტივალი "ტიფლისის" ფარგლებში გახსნა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მირიან ხოსიტაშვილმა.