გელა დუმბაძის გამოფენა
 17/01/2025

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ელჩ გელა დუმბაძის პერსონალური გამოფენა გაიმართა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის მიერ 2023-2024 წლებში შექმნილი ნამუშევრები.

ქართველი დიპლომატი, მწერალთა და მხატვართა კავშირის წევრი გელა დუმბაძე საქართველომ თავდაპირველად გაიცნ როგორც საინტერესო ნოველების ავტორი. მისი ერთ-ერთი კრებულის წარდგენაც ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოხდა.

გელა დუმბაძე გახლავთ როგორც საქართველოს, ისე ქართულ-გერმანული და ლიტვური ლიტერატურული კონკურსების ლაურეატი.

2 წლის წინ ისევ ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უმასპინძლა მხატვრის პირველ პერსონალურ გამოფენას საქართველოში. შემდეგ იყო გამოფენა კონგრესის ბიბლიოთეკაში, იქ წარდგენილი ნამუშევრები ამჟამად ჰარვარდის უნივერსიტეტსა და ნიუ იორკის შტაბბინაშია გამოფენილი.