დოკუმენტური ფილმის ჩვენება
 20/09/2024

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორიაში დანიელმა რეჟისორმა, პროდიუსერმა და მწერალმა სონია ვესტერჰოლტმა წარადგინა დოკუმენტური ფილმი „რუსი ავანგარდისტები".

ეს არის დრამატული ისტორია გასული საუკუნის დასაწყისში მოღვაწე სამი დიდი რუსი ავანგარდისტი მხატვრის, კაზიმირ მალევიჩის, პაველ ფილონოვისა და ვლადიმერ ტატლინის შესახებ. მათი ნამუშევრები „პატიმრობიდან"  მხოლოდ „პერესტროიკის" შემდეგ გათავისუფლდენენ. ფილმი არის ხელოვანების ბედის, მათი მარტოობისა და ტოტალიტარულ ხელისუფლებასთან თანაცხოვრების გზების მოძიების შესახებ.

სონია ვესტერჰოლტი დაიბადა ტალინში, ცხოვრობდა სანკტ-პეტერბურგში. მისი მრავალმხრივი ნიჭის რეალიზება მოხდა დანიაში, კოპენჰაგენში. 10 წლის წინათ თბილისში სამი დღით ჩამოსულმა აღმოაჩინა რომ „ეს ქალაქი არის ბედნიერება" და მის ბიოგრაფიას თბილისელობაც დაემატა.