საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოცემის, ვიკტორ ნოზაძის „ვეფხისტყაოსნის ღვთისმეტყველების" მეხუთე ტომის წარდგენა გაიმართა.
წიგნი ვიკტორ ნოზაძის საზოგადოების მხარდაჭერით და გურამ შარაძის რედაქციით დაიბეჭდა.
„ჩემს ბავშვობაში ვიკტორ ნოზაძის წიგნები თვითგამოცემების სახით გამოდიოდა. მან და მისმა პლეადამ დიდი ენთუზიაზმით დაიწყო მოღვაწეობა, მაგრამ სულ მალე მათ ემიგრაციაში მოუწიათ კულტურული და საზოგადოებრივი მოღვაწეობის გაგრძელება. ამ თაობამ ანგარიშგასაწევი კულტურული მემკვიდრეობა დაგვიტოვა და მათ შორისაა ვიკტორ ნოზაძეც", - განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ.
ღონისძიებაზე აუდიტორიას სიტყვით მიმართეს ვიკტორ ნოზაძის საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარემ სიმონ ნოზაძემ, პროფესორმა ნესტან სულავამ და სხვებმა.