გამოფენა - სივრცედ ქმნილი ფერი
 11/10/2019

11 ოქტომბერს, 19:00-ზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მხატვრის, ვახტანგ ბარდაველიძის ნამუშევრების გამოფენის „სივრცედ ქმნილი ფერი" გახსნას უმასპინძლებს. 


ვახტანგ ბარდაველიძის 50-ზე მეტი ნამუშევარი ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში პირველად გამოიფინება. მისი ნახატებითა და სკულპტურებით ძირითადად ამერიკელი და დასავლეთ ევროპელი კოლექციონერები იყვნენ დაინტერესებულები და ბევრი მათგანის კოლექცია ვახტანგ ბარდაველიძის ნამუშევრებსაც მოიცავს. საქართველოში კი ამ დრომდე მხოლოდ ვიწრო წრეში იყო ცნობილი.

ვახტანგ ბარდაველიძე, ალბათ, ერთადერთი მხატვარია, რომლის კატალოგი და ვებ-გვერდი არ არსებობს. ხატვის სპეციფიკური ტექნიკის გამო ფოტო და ვიდეოკამერა ვერ გადმოსცემს მისი ნახატების სრულ არსს. ამიტომ, ხელოვნებათმცოდნეები ამბობენ, რომ ვახტანგ ბარდაველიძის ნამუშევრების აღსაქმელად აუცილებელია გალერეაში მისვლა და ახლოდან ნახვა.

დასწრება თავისუფალია