31 ივლისს ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში, საქართველოს ისტორიის ლექტორიუმის ფარგლებში, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ წაიკითხა საჯარო ლექცია „საქართველოს გაქრისტიანების 1700 წელი: თარიღი, მოვლენები, აქტორები."
ღონისძიება გახსნა საქართველოს ისტორიის ლექტორიუმის კურატორმა, ისტორიის დოქტორმა, პაატა სურგულაძემ.
კონსტანტინე გამსახურდიამ ლექციაზე მიმოიხილა ქრისტიანობის გავრცელებასთან და დამკვიდრებასთან დაკავშირებული მოვლენები. ამ კონტექსტიდან გამომდინარე შეეხო საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების ისტორიას. ისაუბრა ქართლის მოქცევისა და წმინდა ნინოს ცხოვრების შესახებ როგორც ქართულ, ისე უცხოენოვან ტექსტებზე. ასევე ისაუბრა ძირითადი თარიღების რეკონსტრუქციაზე, როგორც ეს ჰიპოთეტურადაა აღდგენილი თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში.