5 დეკემბერს გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით ეროვნული ბიბლიოთეკის გერმანულ სამკითხველო დარბაზში გერმანულ ენაზე თარგმნილი ქართული ლიტერატურის ელექტრონული ბიბლიოგრაფიული კატალოგის გადმოცემის საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
კატალოგის ავტორები არიან ქალბატონი პატრიცია და ჰანს გიუნტერ გრიგოლაიტები. ბაზაში შესულია 422 ავტორის 750 თარგმანი და პუბლიკაცია. მონაცემები მოიცავს პერიოდს 1850 წლიდან 2018 წლის ჩათვლით.
ბიბლიოგრაფიის ბეჭდური ვერსია უკვე ხელმისაწვდომია გერმანულ სამკითხველო დარბაზში. ელექტრონული ბაზა, რომელიც მუდმივად განახლდება და შეივსება, განთავსდება ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე.