წიგნის „მუსტაფა იაქუთი (გურამ ხიმშიაშვილი)“ წარდგენა
 26/02/2020

3 მარტს 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება წიგნის „მუსტაფა იაქუთი (გურამ ხიმშიაშვილი)" წარდგენა.

წიგნი გამოსაცემად მოამზადა რამაზ სურმანიძემ. გამოცემა ორენოვანია ქართული და თურქული პარალელური ტექსტებით. წიგნი იყოფა ორ ნაწილად. პირველ ნაწილში აღწერილია თურქეთში მოღვაწე ქართველის, მუსტფა იაქუთის (გურამ ხიმშიაშვილის) ცხოვრება და მოღვაწეობა, ხოლო მეორე ნაწილში წარმოდგენილია მისი პუბლიცისტიკა. წიგნი გამოიცა სტამბოლში 2019 წელს.