ვირტუალური გამოფენა "ერეკლე II და მისი გამოცემები"
 16/05/2020

საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ამჯერად უკვე მეორე ვირტუალური გამოფენა მოამზადა სახელწოდებით "ერეკლე II და მისი გამოცემები".

გამოფენაზე წარმოდგენილია ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ერეკლე II-ის მიერ თბილისში აღდგენილი ქართული სტამბის მნიშვნელოვანი გამოცემები, აგრეთვე ერეკლე II-სთან დაკავშირებული ორი უნიკალური გამოცემა: მის სტამბაში მომზადებული და პეტერბურგში 1783 წელს დაბეჭდილი გეორგიევსკის ტრაქტატი და მისი მოთხოვნით აკრძალული პეტერბურგში დაბეჭდილი ამილახვრის გეორგიანული ისტორია. ეს წიგნი წარმოადგენს პირველ აკრძალულ წიგნს, რომელსაც ქართველი ავტორი ჰყავდა.

იხილე გამოფენა "ერეკლე II და მისი გამოცემები".

გამოფენაზე მუშაობდნენ: ლევან თაქთაქიშვილი, დავით მჭედლიშვილი, რუსუდან ასათიანი.