ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმის ვირტუალური გამოფენა
 01/04/2020

გთავაზობთ ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმის ვირტუალურ გამოფენას, რომელიც ჩვენს ფონდში დაცულ უნიკალურ გამოცემებს გაგაცნობთ. 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში  ქვეყანაში დაცული ძვირფასი წიგნების მუდმივმოქმედი გამოფენაა მოწყობილი.

პირველ დარბაზში  წარმოდგენილია შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანის"  ყველა გამოცემა ქართულ და უცხოურ ენებზე. 

იშვიათი გამოცემების დარბაზში სიძველით და ფორმით გამორჩეული წიგნებია წარმოდგენილი. მათ შორისაა: ილია ჭავჭავაძის, დიმიტრი ბაქრაძის, გიორგი ჩუბინაშვილის პირადი კოლექციები. რამდენიმე წლის წინ ფონდს დაემატა წიგნსაცავში აღმოჩენილი დიდი მთავრის მ. ნ. რომანოვის ბიბლიოთეკა და ძმები ზუბალაშვილების წიგნები. აქ ინახება ილია ჭავჭავაძის, ივანე მაჩაბლის,ვიქტორ ჰიუგოს, დიმიტრი მენდელეევის, ანტუან რენუარის და სხვათა უნიკალური ავტოგრაფიანი წიგნები. 
ილიას დარბაზში – ილია ჭავჭავაძის კაბინეტის ექსპოზიციაა, მისი პირადი ნივთებითა და ბიბლიოთეკით.

იხილე წიგნის მუზეუმის ვირტუალური გამოფენა.