XX საუკუნის აგიტაციური პლაკატი პირადი ჰიგიენის შესახებ
 20/03/2020


პირადი ჰიგიენის დაცვისკენ მოწოდება და სანიტარული კულტურის პროპაგანდა გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა რომ იყო, ამას იმ პერიოდში შექმნილი აგიტაციური პლაკატების მრავალფეროვანი კოლექციაც მოწმობს. XX საუკუნიდან შემონახული ეს საინტერესო და სახალისო მასალა ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდშია დაცული, როგორც კვლევის საგანი და იმ ეპოქის გაცოცხლების კარგი საშუალება. ვინ იფიქრებდა, რომ ეს თემა დღეს ისეთი აქტუალური გახდებოდა, როგორც არასდროს.   

ეროვნული ბიბლიოთეკა გთავაზობთ თემატურ ვირტუალურ გამოფენა - ფოტოგალერეას, XX საუკუნის აგიტაციურ პლაკატებს პირადი ჰიგიენისა და სანიტარული კულტურის შესახებ (1941-1978).

პლაკატების ორიგინალების გაციფრულებული ასლები შეგიძლიათ იხილოთ ციფრულ ბიბლიოთეკა „ივერიელის" პლაკატების კოლექციაში.