"ეკვილიბრიუმმა" ახალქალაქის ოთხი სოფლის ბიბლიოთეკას წიგნები ჩაუტანა
 21/08/2020

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა "ეკვილიბრიუმი" განაგრძობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ბიბლიოთეკების მხარდაჭერას, უახლესი ლიტერატურით მომარაგებას. მოძრაობის დამფუძნებელი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ახალგაზრდებთან შეხვედრებსაც მართავს და წიგნიერების მნიშვნელობაზე ესაუბრება.

21 აგვისტოს "ეკვილიბრიუმი" ახალქალაქის ოთხ სოფელს - პირველ და მეორე დილისკას, პტენასა და ჩუნჩხას ეწვია.

„დღევანდელი ეკვილიბრიუმობა - ახალქალაქის სოფლების ოთხი სკოლა - პირველი და მეორე დილისკა, პტენა და ჩუნჩხა. რვა წელია ასე დავდივართ საქართველოში. 1200 სოფლის კარზე დავაკაკუნეთ და ბიბლიოთეკა მოვაწყვეთ. აი, ახალქალაქში კი 43 სოფელი მოვიარეთ და დანარჩენსაც ვეწვევით",- აცხადებს გიორგი კეკელიძე.

მოძრაობა "ეკვილიბრიუმის" მხარდამჭერია კომპანია "გალფი".