"ეკვილიბრიუმმა" და კომპანია SWEF LAND GROUP-მა კასპის N1 საჯარო სკოლას ბიბლიოთეკა მოუწყო
 22/05/2023

საქართველოს პარლამეტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგანმანათლებლო მოძრაობა „ეკვილიბრიუმი" აგრძელებს რეგიონებში ბიბლიოთეკების მხარდაჭერას. 22 მაისს მოძრაობის წევრები კასპის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლას ესტუმრნენ.

სკოლას კომპანია SWEF LAND GROUP-ის მხარდაჭერით ახლა უკვე ახალი ბიბლიოთეკა აქვს. სკოლას SWEF LAND GROUP-ის გენერალური დირექტორი მარვა სვიდენიც ესტუმრა. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და მარვა სვიდენმა მოსწავლეებთან შეხვედრაც გამართეს.

„ეკვილიბრიუმი" კომპანია SWEEP LAND GROUP-ს დაუმეგობრდა. პარტნიორებთან ერთად კასპის N1 სკოლას ახალი ბიბლიოთეკა მოვუწყვეთ. ბავშვებს კომპანიის გენერალური დირექტორი მარვა სვიდენი ჩვენთან ერთად შეხვდა. კომპანიასთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზეც ვისაუბრეთ", - განაცხადა გიორგი კეკელიძემ.