აზერბაიჯანის ბიბლიოთეკის დირექტორის ვიზიტი ეროვნულ ბიბლიოთეკაში
 04/06/2025

30 მაისს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში აზერბაიჯანული ლიტერატურის კუთხე გაიხსნა.

გახსნას დაესწრნენ აზერბაიჯანის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, ბატონი ქარიმ თაჰიროვი, აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება ბატონი ფაიგ გულიევი, აზერბაიჯანელი მწერლები და აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები.

აზერბაიჯანული ლიტერატურის კუთხის გახსნის შემდეგ ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა აზერბაიჯანულ დელეგაციასთან ერთად პატივი მიაგეს ქართველი და აზერბაიჯანელი მწერლებისა და პოლიტიკური ლიდერების საფლავებს ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონსა და გამორჩეულ აზერბაიჯანელთა პანთეონში.

ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, კონსტანტინე გამსახურდიამ, გენერალური დირექტორის მოადგილემ, მირიან ხოსიტაშვილმა, სტუმრებთან ერთად პატივი მიაგეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის ხსოვნას მის მონუმენტთან.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქართულ-აზერბაიჯანული კულტურული და ლიტერატურული ურთიერთობები ორი ეროვნული ბიბლიოთეკის მეცადინეობით კიდევ უფრო გაღრმავდება.