13-16 თებერვალს გიორგი მაჩაბლის ფონდმა თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერითა და ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით განახორციელა პროექტი „ახალგაზრდული ბანაკი მდგრადი მომავლისთვის".
პროექტი მიზნად ისახავდა მოზარდებში არაფორმალური განათლების პოპულარიზებას, საქართველოს დედაქალაქის ისტორიული და კულტურული წარსულის გააზრებას, თბილისის შესახებ ცოდნის გაღრმავებას, შემოქმედებითი აზროვნების, კვლევა-ძიებითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და პრაქტიკაში გამოყენებას.
პროექტის ფარგლებში ლექციებს გაუძღვნენ: ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალი დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია, გენერალური დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი, ისტორიკოსი ოთარ ჯანელიძე, მწერალი გურამ მეგრელიშვილი.