გამოფენა "პირველი" ეროვნულ ბიბლიოთეკაში
 19/06/2022

20 ივნისს 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ეკა ბადურაშვილისა და ანანო მიგრიაულის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.

სამხატვრო აკადემიის პლაკატის დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტი ეკა ბადურაშვილი და  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ანანო მიგრიაული უკვე 3 წელია ერთად ქმნიან ნამუშევრებს. ისინი ერთმანეთისგან სწავლობენ სხვადასხვა ტექნიკას, გამოხატვის საშუალებებს, ერთმანეთს უზიარებენ აზრებს და გამოცდილებას. ამიტომაც გადაწყვიტეს, ერთად წარმოედგინათ ამ ხნის განმავლობაში დაგროვილი ცოდნა, შრომა და ემოციები.

ორივე შემოქმედი პირველად წარადგენს ნამუშევრებს ფართო საზოგადოების წინაშე გამოფენით - „პირველი".

ანანო მიგრიაულისა და  ეკა ბადურაშვილის შემოქმედებაში დროთა განმავლობაში იცვლებოდა ტექნიკა, ხედვა, ფერები, რაც გვიჩვენებს მათ სწრაფვას  გამოხატვის ახალი ფორმებისადმი

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრების როგორც ფერწერული ტილოები, ისე გრაფიკა და ლევკასის ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები.