გიორგი კეკელიძეს ინდოეთის კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცა
 13/11/2023

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, გიორგი კეკელიძეს არასამთავრობო ორგანიზაციის, „კულტურული მრავალფეროვნება მშვიდობიანი მომავლისთვის", დამფუძნებელმა დარისპან პრაშერმა ინდოეთის კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური ჯილდო „ვასუდეივკატუმბაკამ"  გადასცა.

რამდენიმე ხნის წინათ ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზმა ინდური კულტურის დღეებს უმასპინძლა. ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაციის, „კულტურული მრავალფეროვნება მშვიდობიანი მომავლისთვის", მიერ იყო ორგანიზებული. ღონისძიებაში ონლაინფორმატით საგარეო და კულტურის საკითხებში ინდოეთის სახელმწიფო მინისტრი მონაწილეობდა.

მალე გამოვა „ბჰაგავატგიტას" გიორგი კეკელიძისეული თარგმანი და კომენტარები.