გიორგი კეკელიძეს ფესტივალ „ზე-კარზე“ ჯილდოდ საპატიო ყაბალახი გადასცეს
 06/09/2023

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს გიორგი კეკელიძეს ხულოში გამართულ საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალ „ზე-კარზე" ჯილდო - საპატიო ყაბალახი - გადასცეს.

სიმბოლური პრიზი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს სოფლის ბიბლიოთეკების მხარდაჭერისა და მათ განვითარებაში წლების განმავლობაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა.

„ხულოში, Ze-kartan • საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი ზე-კართან მთავარი ჯილდო - #საპატიოყაბალახი მომახვიეს. მადლობა სიმბოლური პრიზის გადმოცემისთვის ზვიად კვარაცხელია/Zviad Kvaratskhelia - ს. მადლობა აჭარლებს დიდი და დაუმსახურებელი სიყვარულისთვის", - ამბობს გიორგი კეკელიძე.