გიორგი კეკელიძე: „ვაფუძნებთ საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალ „სათიბეს“
 13/03/2023

ეროვნული ბიბლიოთეკა, LIB.GE და „სათიბე" ლიტერატურულ ფესტივალ „სათიბეს" აფუძნებენ - ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე აცხადებს.

„ძალიან დიდი ამბავი: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა • National Library of Georgia , LIB.GE და Satibe • სათიბე საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს ვაფუძნებთ, სახელად #სათიბე ერქმევა, ივნისის მეორე ნახევარში, ორბეთში გაიმართება, სამ დღეს გასტანს და სამივე დღეს მუდმვიმოქმედი გეზი ექნება:

I დღე - ფოლკლორი. ხალხური მთქმელები.

II დღე - ,,ვეფხსიტყაოსანი"

III დღე - თანამედროვე ლიტერატურა

ყოველწლიურად შემოგთავაზებთ ახალ, მთავარ თემას. წლევანდელი - თავისუფლებაა.

მოეწყობა გამომცემელთა სტენდები და საბავშვო კუთხე.

ყოველწლიურად გაიცემა პრემია ლიტერატურული გამბედაობისთვის.

დასწრება თავისუფალია. ვცდილობთ მოქალაქეების ტრანსპორტირების უზრუნველყოფასაც", - განაცხადა გიორგი კეკელიძემ.