28 ივლისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ ერთობლივი შემეცნებითი და საგანმანათლებლო პროექტების მიმართულებით. იგეგმება მსგავსი პროექტების უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ ტელევიზიაში - სდასუ-TV-ზე - განხორციელება.