ეკვილიბრიუმი საზღვრისპირა სოფელ მოლაოღლიში
 12/10/2021

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ეკვილიბრიუმი საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდების მხარდაჭერას აგრძელებს და ამ სოფლების ბიბლიოთეკებისთვის უახლესი ლიტერატურა ჩააქვს.

„ამჯერად საზღვრისპირა სოფელ მოლაოღლიში ჩავედით და ეთნიკურად აზარბაიჯანელ თანამოქალაქეებს, სათემო ცენტრში ქართული წიგნები ჩავუტანეთ. კვლავაც ჩვენთან იყო დემოკრატიის ლაბორატორია და თამაში „დავითა", რომელიც ახალგაზრდებს ისტორიის ცოდნას უღრმავებს და დეზინფორმაციის თავიდან არიდებაში ეხმარება", - განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, მოძრაობა ეკვილიბრიუმის დამფუძნებელმა გიორგი კეკელიძემ.