ეროვნული ბიბლიოთეკა ევროპის საჯარო ბიბლიოთეკების გაერთიანების წევრია
 11/11/2022

საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ კიდევ ერთ ევროპულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა დაიწყო, კერძოდ, ეროვნული ბიბლიოთეკა ევროპის საჯარო  ბიბლიოთეკების გაერთიანების წევრი გახდა. ევროპის საჯარო ბიბლიოთეკების ეროვნული მმართველობის ფორუმი (NAPLE)  საერთაშორისო ორგანიზაცია 2002 წელს დაარსდა და მისი  მიზანია ევროპის კოტინენტის ბიბლიოთეკებში მუშაობის საერთო სტრატეგიებისა და ურთიერთთანამშრომლობის მხარდაჭერა.

ევროპის საჯარო ბიბლიოთეკების ეროვნული მმართველობის ფორუმის მიზანია:

საჯარო ბიბლიოთეკების სიახლეებისთვის ერთობლივი ევროპული პლატფორმის შექმნა, რომლის საშუალებითაც ევროპის დონეზე საჯარო ბიბლიოთეკების ხელშეწყობა დაიგეგმება. აგრეთვე, ცოდნის გაზიარება ევროპული დონის ბიბლიოთეკების განვითარებისთვის,

საუკეთესო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, საბიბლიოთეკო სერვისების ეროვნულ დონეზე განვითარებისთვის მოტივაციის შექმნა და ცალკეული პროგრამების დეტალურად განხილვა, თანამშრომლობის ახალი სფეროების გამოვლენა და მოძიება.

ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტები მიზნად ისახავს ევროპის მასშტაბით გამოკითხვების ჩატარებას, სტრატეგიების განვითარებას, კოლექციების განვითარების ხელშეწყობას, წ ახალი იდეების წარმოჩენას, ქვეყნების ბიბლიოთეკებს შორის ცოდნის გაზიარებას, პერსპექტივების გამოვლენას, ბიბლიოთეკების სტრატეგიული დოკუმენტების გაზიარებასა და მომავალი თანამშრომლობისთვის პროგრამების მომზადებას.