ეროვნული ბიბლიოთეკის სამეცნიერო მეთოდური საბჭოს სხდომა გაიმართა
 17/11/2023

17 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სამეცნიერო მეთოდური საბჭოს სხდომა გაიმართა.

სხდომის თავმჯდომარემ, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა საბჭოს წევრებს გააცნო რეგიონალურ ბიბლიოთეკებში წიგნის ჩამოწერის საკითზე, ასევე ამ ბიბლიოთეკების სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაცია.

საბჭოს წევრთან, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარესთან, თამარ ლებანიძესთან შეთანხმებით გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში დაგეგმილ სოფლის ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროცესში ეროვნული ბიბლიოთეკაც ჩაერთვება. ღონისძიებაზე ეროვნული ბიბლიოთეკა თავის გამოცემებს წარმოადგენს.

უახლოეს მომავალში შემუშავდება საბჭოს რეკომენდაციები და გაეგზავნება შესაბამის უწყებებს.