საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია და დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი ახალციხის ცენტრალურ ბიბიოთეკას ესტუმრნენ.
კონსტანტინე გამსახურდია ახალციხის მუნიციპალიტეტის მერთან, ირაკლი ლაზარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობისა და კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენლებთან ერთად ბიბლიოთეკაში არსებულ მდგომარეობას გაეცნო, შეხვდა ბიბლიოთეკებისა და ახალგაზრდული ცენტრების თანამშრომლებს.
ახალციხის ბიბლიოთეკას საჩუქრად უახლესი ლიტერატურა, მათ შორის ეროვნული ბიბლიოთეკის გამოცემები გადაეცა.
მხარეებმა აქტიურ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და სამომავლოდ ერთობლივი პროექტების განხორციელებაზეც შეთანხმდნენ.
ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები სოფელ მუსხის სკოლა-მუზეუმსაც ესტუმრნენ. შეხვდნენ სკოლის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს, მათ შორის ხალხური რეწვის ოსტატ, 92 წლის მარიამ ჟუჟუნაძეს.