ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ბერძენ კოლეგებთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
 13/09/2024

13 სექტემბერს ათენში საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საბერძნეთის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ და საბერძნეთის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა ხრისა ნიკოლაუმ.

ათენში, საბერძნეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართული შეხვედრებისას ქართველმა და ბერძენმა კოლეგებმა მომავალი თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები საბიბლიოთეკო საქმეში ბერძნული მხარის გამოცდილებასაც გაეცნენ.