ეროვნულ ბიბლიოთეკასა და კათარზისს შორის მემორანდუმი გაფორმდა
 20/05/2023

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და კათარზისს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე: „შეთანხმებისამებრ, ამ შესანიშნავ ადამიანებს თვეში ერთხელ ვესტუმრები, წიგნებს მივუტან და ერთმანეთს ფიქრებს გავუცვლით, პერიოდულად კი ისინი გამართავენ ეროვნულ ბიბლიოთეკაში შემოქმედებით საღამოებს. ამ შეხვედრაზეც თქვეს ლექსები და იმღერეს კიდეც. ძალიან მგრძნობიარე შეხვედრა გამოდგა".