საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გვატემალის რესპუბლიკის საპატიო კონსული თბილისში გიორგი ჭოლაძე ესტუმრა.
სტუმარს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე და დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი შეხვდნენ.
გიორგი ჭოლაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკას წიგნები გადასცა.