28 იანვარს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა უკრაინული ბიბლიოთეკა გახსნეს.
უკრაინული ბიბლიოთეკა უკრაინის საელჩოს, უკრაინული ინსტიტუტისა და ორგანიზაცია „სვიტანოკის" მხარდაჭერით გაიხსნა.