ვახტანგისში აზერბაიჯანელი ახალგაზრდებისთვის ქართული ბიბლიოთეკა მოეწყო
 12/02/2021

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ეკვილიბრიუმი გარდაბანში სოფელ ვახტანგისს ესტუმრა. ამ საზღვრისპირა სოფელში მცხოვრები აზერბაიჯანელი ახალგაზრდებისთვის ქართული ბიბლიოთეკა მოეწყო.  

„ცოტა ხნის წინ, ორმა შესანიშნავმა გოგონამ, აითაჯ ხალილმა და ნურანა მუსაევამ, გარდაბანში, სოფელ ვახტანგისში სათემო ცენტრი დააფუძნეს. ვახტანგისი საზღვრისპირა სოფელია და იქ ეთნიკურად აზერბაიჯანელი ჩვენი თანამოქალაქეები ცხოვრობენ. ამ ახლაგაზრდებს ქართულენოვანი ბიბლიოთეკა მოვუწყვეთ", - აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მოძრაობა „ეკვილიბრიუმის დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე.  

მოძრაობა აქტიურად განაგრძობს რეგიონების, მათ შორის საზღვრისპირა სოფლების ბიბლიოთეკების განახლებას და ამით იქ მცხოვრები ახალგაზრდების მხარდაჭერას.