თელავში სკვერის ბიბლიოთეკა გაიხსნა
 30/06/2025

ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით თელავში სკვერის ბიბლიოთეკა გაიხსნა.

"ეროვნული ბიბლიოთეკის ერთ-ერთი მთავარი მისია რეგიონალური ბიბლიოთეკების მხარდაჭერა და წიგნიერების ხელშეწყობაა. თელავში დავდგით მორიგი სკვერის ბიბლიოთეკა, ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შევხვდით თანამშრომლებს, ვესაუბრეთ საერთო მიღწევებსა და გამოწვევებზე და რაც მთავარია, სოფელ იყალთოსა და ვარდისუბნის სრულიად განახლებული ბიბლიოთეკები მოვინახულეთ, ცხადია ახალი და საჭირო ლიტერატურითაც მოვამარაგეთ", - ამბობს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი.