თურქმენეთის ელჩის ვიზიტი
 23/06/2025

23 ივნისს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას თურქმენეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში დოვლეტმირატ სეიტმამედოვი ესტუმრა. ელჩს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.  კონსტანტინე გამსახურდიას განცხადებით საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა მზადაა, გახსნას თურქმენული წიგნის კითხე, სადაც განთავსდება როგორც ჩვენს ფონდებში უკვე დაცული თურქმენული და თურქმენეთის შესახებ ლიტერატურა, ასევე თურქმენული მხარის მიერ მოწოდებული წიგნები. „ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება მაქტუმყული ფირაგის ნაწარმოები, ასევე ნისის სამეცნიერო კვლევების შესახებ ლიტერატურა", - აღნიშნა კონსტანტინე გამსახურდიამ.

საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და თურქმენეთის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის გაფორმდება მემორანდუმი.

თურქმენული წიგნის კუთხე გაიხსნება და მემორანდუმი გაფორმდება ოქტომბერში თბილისში დაგეგმილ თურქმენული კულტურის დღეების ფარგლებში.