იაპონიის ელჩის პირველი მდივნის ვიზიტი ეროვნულ ბიბლიოთეკაში
 02/08/2022

2 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას საქართველოში იაპონიის ელჩის პირველი მდივანი ტაკაო იმანიში ესტუმრა.

სტუმარმა ეროვნული ბიბლიოთეკის ორიენტალისტიკის დარბაზში მდებარე იაპონური კუთხე დაათვალიერა. აქ განთავსებულია იაპონური ლიტერატურა, ასზე მეტი გამოცემა, რომელიც თავის დროზე იაპონიის საელჩომ ნიპონის ფონდის პროგრამის „100 წიგნი იაპონიის შესახებ" ფარგლებში გადასცა ეროვნულ ბიბლიოთეკას.

ტაკაო იმანიში ეროვნულ ბიბლიოთეკას პროგრამის შემდეგ ეტაპზე გადასვლას და იაპონური ბიბლიოთეკის ახალი გამოცემებით შევსებას დაპირდა.