საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია და ეროვნული ბიბლიოთეკის კარტოგრაფიის განყოფილების უფროსი ბექა ღაჟონია თუშეთს ესტუმრნენ. ისინი ვიზიტორთა ცენტრის ხელმძღვანელს, ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტ გიორგი ბაკურაძეს შეხვდნენ და ვიზიტორთა ცენტრში მცირე ბიბლიოთეკა და სამკითხველო გახსნეს.
ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა სოფელ ილიურთას ტაძარში დაცული უნიკალური მასალები გააციფრეს.
სოფლის თემთან მოლაპარაკების შედეგად ეროვნული ბიბლიოთეკის რესტავრაციის ლაბორატორია რესტავრაციას ჩაუტარებს დაბადებისა და ქორწინებების წიგნს და სოფელს დაუბრუნებს.