ინტერნეტმმართველობა და ბიბლიოთეკები
 26/04/2022

ინტერნეტმმართველობა და ბიბლიოთეკები

28 აპრილს, 13:00 საათზე (ევროპის დროით 11:00 საათზე), საბიბლიოთეკო გაერთიანებებისა და ინსტიტუტების ფედერაცია (IFLA), ინტერნეტ მმართველობის ფორუმი (United Nations) და ეროვნული ბიბლიოთეკა გთავაზობთ ვებინარს: ინტერნეტმმართველობის მნიშვნელობა ბიბლიოთეკებისთვისა და ბიბლიოთეკების მნიშვნელობა ინტერნეტმმართველობისთვის
არსებული პოლიტიკური მოვლენები და პანდემიის გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რომ ბიბლიოთეკები არა მხოლოდ კოლექციების საცავებია, არამედ კულტურული ხიდები და გადამწყვეტ როლს ასრულებენ ადამიანების დაკავშირებასა და თანამედროვე საზოგადოებისთვის აუცილებელი ცოდნის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში. დიგიტალიზაცია და ინტერნეტი ისევე, როგორც სხვა ტექნოლოგიური მიღწევები, პოტენციურად დემოკრატიის განვითარების საშუალება არის, თუმცა, ეს მიღწევები თავისით ბოძებული არ არის და მათი საყოველთაო ათვისება აქტუალური საკითხია.  


ერთერთი უმთავრესი ორგანიზაცია, რომელიც ინტერნეტიზაციის ათვისების საკითხებზე საერთაშორისო მიმართულებით მუშაობს და განიხილავს, არის ინტერნეტმმართველობის ფორუმი. ევროპის ინტერნეტიზაციის საკითხებს სწავლობს EuroDIG. ორივე ორგანიზაცია ყოველწლიურად ატარებს შეხვედრებს, რათა მთავრობებს ინტერნეტიზაციის სფეროში რეკომენდაციები შესთავაზოს და განვითარების ახალი შესაძლებლობები გამოავლინოს.
ბიბლიოთეკები არა მხოლოდ ინტერნეტიზაციის პროცესში ერთვებიან, რათა თავიანთი საყოველთაო მისია შეასრულონ, არამედ მნიშვნელოვანი როლი აქვთ ინტერნეტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში. უფრო მეტიც, როგორც ინფორმაციის პროფესიონალები, ბიბლიოთეკარები ექსპერტები არიან ინფორმაციის ეთიკურობის, ხელმისაწვდომობისა და საიმედოობის საკითხში.
განვითარების პროცესებში აქტიური მონაწილეობისთვის, საბიბლიოთეკო გაერთიანებებისა და ინსტიტუტების ფედერაციის ევროპის რეგიონის განყოფილება, ინტერნეტმმართველობის ევროპის ფორუმსა და ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად, ევროპის რეგიონის ბიბლიოთეკარებისთვის გთავაზობთ ვებინარს, რომელიც წარმოგიდგენთ ინტერნეტმმართველობის საქმიანობას, ბიბლიოთეკების ჩართულობის შესაძლებლობებსა და საკითხებზე. ვებინარის მიზანია, ხელი შეუწყოს ბიბლიოთეკების დისკუსიას განვითარების, ახალი იდეების, ტექნოლოგიების დანერგვის, ინტერნეტის ხელმისაწვდომობისა და მონაწილე მხარეების, კერძო თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამშრომლობის შესახებ.
ვებინარზე ისაბურებს სანდრა ჰოფერიხტერი, ორგანიზაციის „ევროპული დიალოგი ინტერნეტ მმართველობის შესახებ" გენერალური მდივანი და ინტერნეტიზაციის საკითხების აღიარებული ექსპერტი.
მოდერატორი მაია სიმონიშვილი, ეროვნული ბიბლიოთეკის მთავარი სპეციალისტი, საბიბლიოთეკო გაერთიანებებისა და ინსტიტუტების ფედერაციის ევროპის რეგიონის განყოფილების წევრიმსურველები დარეგისტრირდით:
https://us06web.zoom.us/.reg.WN_UGZPjhIfTNu9B281x2b1AA

დამატებითი შეკითხვის მოგვმართეთ ონლაინ, ან იმეილზე:
maiasimonishvils@gmail.com