კონსტანტინე გამსახურდია გერმანიის კულტურის ატაშეს შეხვდა
 17/01/2025

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია საქართველოში გერმანიის საელჩოს კულტურის ახალ ატაშეს ლაიფ შტროსნერს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მომავალ ორმხრივ თანამშრომლობას. სტუმარმა ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა ალბომი, რომელიც საქართველოში 1940-იან წლებში არსებული გერმანული დასახლებების - ალექსანდერდორფის, მარიენფელდის, კატარინენფელდისა და ელიზაბეტტალის - არქიტექტურას ეხება.

„ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული მასალების საფუძველზე სასურველია, ჩატარდეს თბილისში, აღმაშენებლის გამზირსა და ჩუღურეთში არსებული გერმანული არქიტექტურის, ასევე, ზოგადად, გერმანულ-ქართული ურთიერთობების მეტი კვლევა და გამოიცეს უფრო ყოვლისმომცველი გამოცემა ამ ურთიერთობების შესახებ", - აღნიშნა კონსტანტინე გამსახურდიამ შეხვედრაზე.

სტუმარს გადაეცა ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ ალბომი.

ლაიფ შტროსნერი ეწვია ეროვნულ ბიბლიოთეკაში არსებულ ჰუმბოლდტის სახელობის გერმანულენოვან სამკითხველო დარბაზს.