მილანსა და ნეაპოლში ქართული ბიბლიოთეკები გაიხსნა
 26/02/2023

მილანში, ასოციაცია „ქართულ სახლში", ვია სებენოკოს #31-ში და ნეაპოლში,  დედალუსი, პიაცა ენრიკო დე ნიკოლას #46, სკალა - A-ში ქართული ბიბლიოთეკები გაიხსნა.

ბიბლიოთეკები საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა გახსნეს.

იტალიაში მცხოვრები ათასობით ქართველი ემიგრანტისთვის განკუთვნილი ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდები რამდენიმე ასეულ გამოცემას ითვლის - უახლეს ქართულ და საქართველოს შესახებ ლიტერატურას.

„ასობით ჩვენი თანამოქალაქე მოვიდა ბიბლიოთეკების გახსნაზე. უზარმაზარი დარბაზები იყო სავსე. დიდი მადლობა სიყვარულისთვის და მზაობისთვის, გამომყვეთ იმ გზაზე, რომელიც განათლების გავრცელებას გულისხმობს" , - აცხადებს როვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.

ეროვნული ბიბლიოთეკა წლებია ამ პროექტს ახორციელებს და სხვადასხვა ქვეყანაში ქართულ ბიბლიოთეკებს ხსნის.