საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და პარლამენტის კვლევით ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა ეკატერინე ქარდავამ.
მხარეები ითანამშრომლებენ როგორც საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებების, ისე ინფორმაციის გაცვლის მიმართულებით.