პოეტი ზურაბ რთველიაშვილი გარდაიცვალა
 20/04/2021

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პოეტ ზურაბ რთველიაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და ახლობლებს.

პოეტი და მულტიმედია არტისტი ზურაბ რთველიაშვილი ცნობილია თავისი პერფორმანსებითა და ლექსებით. 2018 წელს მისმა პოეტურმა კრებულმა „პოეზიის დიქტატურა" პრემია „საბა" მიიღო წლის საუკეთესო პოეტური კრებულის ნომინაციაში. 2010 წელს პოეტმა შვედეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო, საიდანაც გასულ წელს დაბრუნდა საქართველოში.