ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ბიოგრაფიული ლექსიკონი შეიქმნება
 21/08/2024

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

მემორანდუმის შინაარსსა და ჩვენს ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექრტორმა, კონსტანტინე გამსახურდიამ და გენერალური დირექტორის მოადგილემ, მირიან ხოსიტაშვილმა ვეტერანების საქმეთქა სახელმწიფო სამსახურის დირექტორთან, კობა კობალაძესა და მის კოლეგებთან ერთად.

ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც ხელმოსაწერი მემორანდუმის ფარგლებში გვექნება, არის საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ბიოგრაფიული ლექსიკონი. ელექტრონულ ბაზაში თავმოყრილი იქნება ყველა იმ გმირის ბიოგრაფიული ცნობები, რომლებმაც სამშობლოს თავისუფლებისა და მთლიანობისთვის საკუთარი სიცოცხლე გაწირეს.