წმ. ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში წიგნის ბუდე განთავსდა
 13/06/2025

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია და დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი  საქართველოს საპატრიარქოს წმ. ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლას ესტუმრნენ.

ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტ „სკვერის ბიბლიოთეკების" ფარგლებში დამზადდა წიგნის ბუდე, რომელიც სკოლის ეზოში განთავსდა. სკვერის ბიბლიოთეკა მომარაგდა წიგნებითაც.

ეროვნული ბიბლიოთეკა აგრძელებს სკვერის ბიბლიოთეკების საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განთავსებას და ბიბლიოთეკების წიგნებით მომარაგებას.