ხულოში "ეკვილიბრიუმმა" ახალგაზრდული ბიბლიოთეკა და თანასწორობის კუთხე მოაწყო
 05/09/2020

5 სექტემბერს ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა "ეკვილიბრიუმი" ხულოს მუნიცპალიტეტს ეწვია. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, მოძრაობის დამფუძნებელმა გიორგი კეკელიძემ შეხვედრები გამართა. ის მოზარდებს წიგნიერებისა და განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

„ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის, გაეროს მოსახლეობის ფონდის, თანადგომით ხულოს ბიბლიოთეკაში ახალგაზრდული ბიბლიოთეკა და თანასწორობის კუთხე მოვაწყვეთ. "ეკვილიბრიუმი" ხომ სწორედ წონასწორობას და ამ წონასწორობით თანასწორობას გულისხმობს", - აცხადებს გიორგი კეკელიძე.