დუშეთის მინუციპალიტეტში განახლებული ბიბლიოთეკა გაიხსნა. ღონისძიებას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე და მოძრაობა „ეკვილიბრიუმის" წარმომადგენლები დაესწრნენ.
„მოდერნიზებული საცავი, უახლესი ფონდი, თანამედროვე, კომპიუტერიზებული სამკითხველოები და შესაბამისი კლიმატ-კონტროლი შენობაში - ეს ყველაფერი მრავალთვიანი ურთულესი სამუშაოს შედეგია, რომელიც დუშეთის საბიბლიოთეკო გაერთიანებამ ჩაატარა", - აცხადებს გიორგი კეკელუძე.