„ეკვილიბრიუმმა“ ყელქცეულის ბიბლიოთეკა განაახლა
 22/04/2022

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმი" გორში, სოფელ ყელქცეულის ბიბლიოთეკას ესტუმრა და ახალი წიგნები გადასცა.

„გორი. სოფელ ყელქცეულის ბიბლიოთეკა ასი ახალი წიგნით მოვამარაგეთ. წელს კიდევ სულ მცირე 50 სოფლის მომარაგებას ვაპირებთ ახალი გამოცემებით", - აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.