ეროვნული ბიბლიოთეკა ევროპის ეროვნული ბიბლიოთეკების გაერთიანების საქმიანობაში ჩაერთო
 17/09/2021

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა უკვე მესამე საერთაშორისო ორგანიზაციის აქტიური წევრია. წელს ჩვენი ბიბლიოთეკა საერთაშორისო საბიბლიოთეკო ფედერაციის (IFLA) ევროპის რეგიონშია წარმოდგენილი და აბრეშუმის გზის საბიბლიოთეკო ალიანსის წევრიც გახდა. ახლახანს კი ევროპის ეროვნული ბიბლიოთეკების გაერთიანების საქმიანობაშიც ჩაერთო.

ბრიტანეთის ბიბლიოთეკისა და ევროპის ეროვნული ბიბლიოთეკების კავშირის ინიციატივით გაიმართა კონფერენცია „ეროვნული ბიბლიოთეკები 2021", რომელზეც ეროვნული ბიბლიოთეკა მოხსენებითა და ჩართვებით წარადგინა მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის თანამშრომელმა მაია სიმონიშვილმა.   

საუბარი შეეხო ბიბლიოთეკის კოლექციების განვითარებას, ყველა ახალი დარბაზისა და ეკვილიბრიუმის საქმიანობას.  

ევროპის ეროვნული ბიბლიოთეკების კავშირი დიდი ბრიტანეთის ბიბლიოთეკის ბაზაზე დაარსდა. იგი 46 ევროპული ქვეყნის 49 ბიბლიოთეკას აერთიანებს. გაერთიანების წევრები ევროსაბჭოს წევრი ქვეყნებია. 1987 წლიდან ორგანიზაცია ავითარებს ეროვნული ბიბლიოთეკების თანამშრომლობას და ახალი მეთოდების ურთიერთგაცვლას, აგრეთვე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, ინფორმაციისა და ცოდნის საყოველთაო ხელმისაწვდომობის სიახლეებს. წელს კონფერენციის „ეროვნული ბიბლიოთეკები 2021" თემები იყო: მომავლის ბიბლიოთეკები, კოლექციების წვდომა და განახლება, მდგრადი განვითარება, ლიტერატურული არქივები, გამომცემლობების ხელშეწყობა, მრავალენობრივი კოლექციები, პანდემიის დროს მართვა, ციფრულად შექმნილი ლიტერატურა, სხვადასხვა სერვისები.