ეროვნულ ბიბლიოთეკას საფრანგეთის ახალი ელჩი ესტუმრა
 10/02/2020

10 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას საფრანგეთის ახალი ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი ესტუმრა. სტუმარს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე შეხვდა.

„ეროვნულ ბიბლიოთეკას საფრანგეთის ახალი ელჩი დიეგო კოლასი ესტუმრა. ჩვენი შესანიშნავი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება - მედიათეკის განვითარების პარალელურად ვიწყებთ მუშაობას რარიტეტული გამოცემების გაციფრულებასა და რესტავრაციაზე საფრანგეთსა და საქართველოში, ასევე ღვინის ბიბლიოთეკის განვითარებაზე" - აცხადებს გიორგი კეკელიძე.