ფრანგი ქართველოლოგის, ბერნარ უტიეს დიდი საჩუქარი
 29/01/2020

ცნობილმა ფრანგმა ქართველოლოგმა, ბერნარ უტიემ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის მუზეუმსა და წიგნის მუზეუმს ასობით უნიკალური გამოცემა გადასცა.

 

ფრანგმა ქართველოლოგმა ეროვნულ ბიბლიოთეკას იშვიათი წიგნები გადასცა. ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე საფრანგეთიდან იუწყება.

„ბერნარ უტიემ, ცნობილმა ფრანგმა ქართველოლოგმა, ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის მუზეუმისთვის და წიგნის მუზეუმისთვის  ასობით უნიკალური გამოცემა გადმოგვცა. ეს ორი დღე ბურგუნდიაში ძალიან ნაყოფიერი და დიდი თანამშრომლობის დასაწყისი გამოდგა. უღრმესი მადლობა ჩვენს მეგობრებს, ისტორიკოს ლაშა ოთხმეზურს და ყოფილ ელჩს საქართველოში ეკა სირაძე-დელონეს ამ მოლაპარაკებაში ფასდაუდებელი დამხარებისთვის და დიდი მადლობა „თიბისი ბანკს" ემიგრაციის მუზეუმის მხარდაჭერისათვის", - წერს გიორგი კეკელიძე.