წიგნის „რაულ ჩილაჩავა - ბიბლიოგრაფია“ პრეზენტაცია
 19/09/2019

19 სექტემბერს ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის „რაულ ჩილაჩავა - ბიბლიოგრაფია" პრეზენტაცია გაიმართა.

შემდგენელ-რედაქტორი - ეროვნული ბიბლიოთეკის საქართველოში ნაბეჭდი და ელექტრონული გამოცემების საარქივო ფონდის განყოფილების უფროსი მაია მიქაბერიძე.

წიგნს ახლავს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის წინათქმა, სადაც იგი ამბობს: „ეს ბიბლიოგრაფია ერთი დიდი დასტურია ბატონი რაულის მოღვაწეობის დიდი მასშტაბისა და ჩვენი მხრიდან მოკრძალებული ღვაწლი."