ეროვნულ ბიბლიოთეკას ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშე კრისტოფერ ანდერსონი ეწვია
 07/10/2020

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშე კრისტოფერ ანდერსონი ეწვია.

სტუმარს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე და  ბიბლიოთეკის წარმომადგენლები შეხვდნენ. კრისტოფერ ანდერსონმა დაათვალიერა ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზები. შეხვედრაზე დაიგეგმა ეროვნული ბიბლიოთეკის ანგლო-ამერიკული სამკითხველო დარბაზის ახალი გამოცემებით განახლება.